კერალაც ძლიერ ნალექებს ებრძვის

დაიღუპა 29 ადამიანი

1030494
კერალაც ძლიერ ნალექებს ებრძვის

 

ინდოეთის კერალას პროვინციაში ძლიერი ნალექების მიერ გამოწვეული კატასტროფული მოვლენების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

ინდოეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაახლოებით 54,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა კერალას ოლქში, სადაც ძლიერი წყალდიდობის შედეგად ადიდდა კაშხლები და მდინარეები, ჩამოინგრა ცენტრალური გზები, დაიტბორა ათასობით სახლი.

კერალას მეტეოროლოგიის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში პროვინციის სხვადასხვა რეგიონებში  გადაუღებელი წვიმების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტურიზმის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მუნნარის რეგიონის ერთ ერთ კურორტზე, ძლიერი ნალექის და მეწყერის გამო გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 24 უცხოელი ტურისტი, გადაარჩინეს



მსგავსი ინფორმაციები