ლამბოკაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

უცხოელი ტურისტები უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს

1026504
ლამბოკაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

 

ინდონეზიის აღმოსავლეთში მდებარე კუნძულ ლამბოკზე წარმოქმნილი 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულებისა კი 300-მდე.

ამის შესახებ განაცხადა ინდონეზიის ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს (BNPB) წარმომადგენელმა სუტოპო პურვუ ნუგროჰომ.

მისივე თქმით, გარდაცვლილთა უმრავლესობა საკუთარი სახლის ჩამონგრევისა და ნანგრევების ქვეშ მოყოლის შედეგად დაიღუპა.

“რეგიონში ათასობით უცხოელი ტურისტი იყო და ისინი უსაფრთხო ადგილებში იქნენ ევაკუირებულნი, რეგიონში მუშაობენ მრავალრიცხოვანი სამაშველო და საძიებო ეკიპაჟები, დაზარალებულებს კარვები, ადიალები, კვების პროდუქტები და მედიკამენტები გადაეცათ“, განაცხადა ნუგროჰომ  



მსგავსი ინფორმაციები