იუნანში ძლიერი წვიმები გრძელდება

მას უკვე 6 კაცი ემსხვერპლა

1025749
იუნანში ძლიერი წვიმები გრძელდება

 

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ჩინური საინფორმაციო სააგენტო შინხუა იტყობინება, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე იუნანის პროვინციაში, ძლიერმა წვიმებმა 226 ათასი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, წყლით დაიტბორა 12 ათასი ჰექტარი სავარგული, დაზიანდა 1686 სახლი, ხოლო 756 ადამიანი კი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს, მოკლედ, მატერიალურმა ზარალმა 33 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის ვარაუდით, წვიმა და ძლიერი ჭექა-ქუხილი კიდევ 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომაც ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა, სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები.

ჩინეთიდან ახლახან მიღებული მეორე ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთში რიხტერის შკალით 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა და პირველადი ინფორმაციებით, მას რაიმე მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია



მსგავსი ინფორმაციები