კოლუმბიაში 60 წლის სამოქალაქო ომის ანგარიში გამოაქვეყნეს

სულ 460 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

1025252
კოლუმბიაში 60 წლის სამოქალაქო ომის ანგარიში გამოაქვეყნეს

 

კოლუმბიაში, გასული 60 წლის განმავლობაში, პარტიზანულ ბრძოლებს მთლიანობაში 260,000 ადამიანი ემსხვერპლა.

კოლუმბიის ეროვნული ისტორიის მეხსიერების ცენტრმა გამოაქვეყნა  ყველაზე ამომწურავი მოხსენება იმ ადამიანთა რაოდენობის შესახებ, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს ქვეყანაში ბოლო 60 წლის განმავლობაში მიმდინარე ძალადობების, მკვლელობების, ტერორისტული თავდასხმების ან პარტიზანული მოძრაობების გამო.

ამავე ანგარიშით, ხსენებულ პერიოდში დაიკარგა 80 ათასამდე ადამიანი და მათი უმრავლესობის შესახებ ჯერ კიდევ არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, ხოლო გამოქვეყნებულ ყველა მკვლელობას თავისი დამადასტურებელი ცნობაც გააჩნია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობით მოკლულ სამოქალაქოთა დიდი უმრავლესობა მარქსისტი პარტიზანების, ანდა მათ წინააღმდეგ მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფებების მხრიდან იქნენ მოკლულნი.

ხსენებულ ანგარიშში არ შედის 1948-1958 წლებში კოლუმბიაში მომხდარი პოლიტიკური ძალადობის შემთხვევები, რომლებსაც მთლიანობაში კიდევ 200 ათასი ადამიანი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები