მავრიტანიაში ყოფილი მონა დეპუტატობის კანდიდატი გახდა

50 წლის რაბაჰი 35 წელი მონად მუშაობდა

1018840
მავრიტანიაში ყოფილი მონა დეპუტატობის კანდიდატი გახდა

 

ჰაბი მინტ რაბაჰი, რომელიც მავრიტანიაში 35 წლის განმავლობაში მონად მუშაობდა, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი გახდა.

მავრიტანიაში, მართალია 1981 წელს გაუქმდა მონობა, მაგრამ, 50 წლის რაბაჰი, 2008 წლამდე მუშაობდა მონად და ახლა, პირველი სექტემბრისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, მონობის წინააღმდეგ მოძრაობის (IRA) პარტიიდან კანდიდატი გახდა.

რაბაჰიმ პრესისათვის გავრცელებულ  განცხადებაში თქვა, რომ მისი მონობა ფაქტიურად ხუთი წლის ასაკში დაიწყო და დიდი ტანჯვა-წამება გადაიტანა.

"მთელი მონობის პერიოდში  ყოველთვის ვტიროდი, ჯერ კიდევ პატარაობიდანვე მწყემსობას მივდევდი, თანაც ყოველ ღამეს ჩემი ბატონისგან სექსუალურ ძალადობას განვიცდიდი“, აღნიშნა რაბაჰიმ.

მაისის თვეში მისი დეპუტატობის კანდიდატურა წამოაყენეს IRA-სა და SAWAB-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და თუ რაბაჰი გაიმარჯვებს, პარლამენტში გააგრძელებს მონობის წინააღმდეგ ბრძოლას.

მავრიტანიაში, 2007 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით მონობა და მონური მოპყრობა დასჯადი გახდა



მსგავსი ინფორმაციები