თავდასხმა ტორონტოში
2 კაცი დაიღუპა, 13 დაშავდა
კანადის ქალაქ ტორონტოში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, თავდამსხმელთან ერთად კიდევ 1 კაცი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.
ეს შემთხვევა გუშინ საღამოს, დანფორტისა და ლოგანის ქუჩების გადაკვეთაზე, ბერძნულ უბნად ცნობილ რეგიონში, ადგილობრივი დროით 22.00 საათზე მოხდა.
პოლიციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოვლენის დროს ორი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი დაიღუპნენ, 13 კი დაშავდა და მათ შორის ერთი ბავშვია რა, მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.
პოლიცია იძიებს, არის თუ არა ეს თავდასხმა ტერორისტული.
პოლიციასთან საუბრისას თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ცეცხლი გახსნა შავ ტანსაცმლიანმა შეიარაღებულმა პირმა და მან მინიმუმი, 20 ტყვია ისროლა.
ამავე ტორონტოში, აპრილის თვეში, ხალხმრავალ პროსპექტზე ავტომანქანით შევარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ამ ავტომანქანის მძღოლი ქალი იყო