113 წლის წინ ჩაძირული რუსული გემი იპოვეს
გემი 1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დროს ჩაიჯირა
რუსეთ-იაპონიის ომის დროს ჩაძირული და 130 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს და დიდი ფულის გადამტანი გემი, რომელიც იმ დროს ჩაიძირა, 113 წლის შემდეგ სამხრეთ კორეის სანაპიროზე იპოვეს. სამხრეთ კორეის, ინგლისი და კანადის მკვლევარების გუნდმა „დიმიტრი დონსკიო“-ს სახელწოდების გემი ლიანკურის კუნძულებიდან ერთ-ერთის ულლეუნგდოს მახლობლად 450 მეტრ სიღრმეში იპოვეს. 1905 წელს ჩაძირულ რუსეთის იმპერიის გემს იმ დროს, დაახლოებთ 5500 ცალი ოქროს ბუილონი და დიდძალი ფული გადაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით გემმა დაზიანდა რის გამოც ოქროები იაპონელების ხელში რომ არ ჩავარდნილიყო, კაპიტანმა გემი ჩაძირა. აღნიშნული გემის მიმდინარე წლის, ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში ამოყვანას აპირებენ, ხოლო იმ ოქროების რომელზეც არის საუბარი, პოვნის შემთხვევაში ნახევარი რუსეთის მთავრობას უნდა გადაეცეს. საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე გაფორმებულია.