ტრამპმა ევროპელებს “მტერი“ უწოდა

“ევროპაც, რუსეთიც, ჩინეთიც ამერიკის მტრები არიან“

1013344
ტრამპმა ევროპელებს “მტერი“  უწოდა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ევროკავშირი, მისი ქვეყნის მტრად მონათლა. ტრამპმა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამგზავრებამდის, სადაც მას დღეს პირისპირი შეხვედრა ექნება რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან, ინტერვიუ მისცა  CBS-ის ტელეარხს და თქვა: "ჩვენ ბევრი მტერი გვყავს, ვფიქრობ, ჩვენთვის ვაჭრობაში რასაც  აკეთებენ, ამ საქმეში ევროპაც და ევროკავშირიც მტრები არიან, რასაც ვამბობ შეიძლება ევროკავშირისგან არ ველით, მაგრამ, ისინი ჩვენი მტრები არიან. ევროპულ ქვეყნები აშშ-გან სარგებლობენ, მაგრამ, იგივე ქვეყნები ბევრს არ ასრულებენ ნატოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში".

ეკონომიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე მან ჩინეთი და რუსეთიც მტრებად მოიხსენია, მაგრამ, იქვე დაამატა, რომ ამას იგი ცუდი გაგებით კი არ ამბობს, არამედ როგორც მეტოქე და კონკურენტი ქვეყნები.

ტრამპი ამ ბოლო დღეებში ჯერ ბრიუსელში, ნატოს სამიტზე იმყოფებოდა, შემდეგ ლონდონში გადავიდა და იქ გააგრძელა ვიზიტი, დღეს კი ჰელსინკში პუტინს შეხვდება



მსგავსი ინფორმაციები