ღაზაში მორატორიუმი მიიღეს

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს, 20:00 საათიდან შედის ძალაში

1012710
ღაზაში მორატორიუმი მიიღეს

 

ჰამასმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის შუამავლობით ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი გამოიღო და შეთანხმებას მიაღწიეს. ჰამასის პრეს წარმომადგენელმა ფევზი ბერჰუმმა განაცხადა, რომ ყველას უპირველესი მცდელობა იყო ისრაელის თავდასხმების შეჩერება და ამ მხრივ ეგვიპტის შუამავლობა წარმატებულად დასრულდა. ისლამურმა ჯიჰადმაც გამოაცხადა, რომ მხარს უჭერენ ისრაელთან, თავდასხმების შეჩერების თაობაზე მიღებულ შეთანხმებას, რომელიც დღეს საღამოს, 20:00 საათიდან შედის ძალაში და თუ ისრაელი ერთგული დარჩება ამ შეთანხმებისა და მას არ დაარღვევს, მაშინ, ისინიც არავითარ თავდასხმას არ განახორციელებენ.

ამ დროს, ღაზიდან მიღებული ინფორმაციით, ბურჯ ელ-ვიჰდეიქინინის უბანში, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით აფეთქება წარმოიშვა, რასაც 35 წლის მამა და მისი 13 წლის ვაჟი ემსხვერპლნენ, ხოლო 1 კაცი კი დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები