დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

1012368
დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

იაპონიაში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 209-მდე გაიზარდა. ქვეყნის, სტიქიური უბედურებების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული  კვირიდან მოყოლებული ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 209-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით ძლიერმა წვიმებმა ძირითადად 31 პროვინცია დააზარალა. მეორეს მხრივ ოფიციალური პირების განცხადებით დაკარგული 50-ზე მეტი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება რა, ამიტომ დაღუპულთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას ელიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 70 ათასი ადამიანია ჩართული. ხანძრისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო მინაცემებით  თავშესაფრებს დაახლოებით 6700 ადამიანი აფარებს თავს.



მსგავსი ინფორმაციები