განხეთქილება მეის კაბინეტში

ჯონსონის მაგივრად ჰანტი დაინიშნა

1009254
განხეთქილება მეის კაბინეტში

ბრიტანეთში, ჯერემი ჰანტი ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

ტერეზა მეის ხელმძღვანელობით მოქმედ კონსერვატიული პარტიის მთავრობაში, Brexit-ის გარშემო დაწყებული უთანხმოების გამო გუშინ თანამდებობიდან გადამდგარი საგარეო საქმეთა მინისტრ ჯონსონის მაგივრად, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჯერემი ჰანტი დაინიშნა.

მეიმ მიიღო ჯონსონის განცხადება გადადგომის შესახებ.

ორივე მინისტრი  მეის კაბინეტში ცნობილი არიან როგორც "მკაცრი ბრექსიტის" დამცველები.

ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანტი, ბრექსიტის რეფერენდუმის დროს   ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის კამპანიას მართავდა და იგი ბოლო შვიდი წელიწადია რაც ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრად მუშაობდა.

ბრიტანეთის მთავრობაში გადადგომები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანეთის მთავრობამ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირთან სპეციალური თავისუფალი ვაჭრობისა და საბაჟო შეთანხმებების დადებას აპირებენ.



მსგავსი ინფორმაციები