ამერიკის დასავლეთი იწვის

ხანძარს 1 კაცი ემსხვერპლა

1007919
ამერიკის დასავლეთი იწვის

აშშ-ს დასავლეთში მდებარე კალიფორნიის, უტაჰისა და კოლორადოს პროვინციებში ტყის ხანძარი გრძელდება და კალიფორნია-ორეგონის საზღვარზე მას 1 კაცი ემსხვერპლა, რის შესახებაც განაცხადა კალიფორნიის სატყეო და ხანძარ საწინააღმდეგო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა სუზი ბრედიმ.

მისივე თქმით, ხანძარი ემუქრება ორეგონის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრიდან 22 კმ-ით დაშორებულ ჰორნბოოკის დასახლებაში მდებარე 300-მდე  სახლსაც.

ამასობაში, კალიფორნიაში, უტაჰში და კოლორადოში ტყეების ხანძრების ფართობები იზრდება.

გასულ კვირას, კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთით წარმოქმნილი ტყის ხანძარი დაახლოებით ათასს სახლს ემუქრებოდა.

ხანძრის კონტროლზე აყვანას ხელს უშლის  და აფერხებს ქარი, მაღალი ტემპერატურა და გვალვა



მსგავსი ინფორმაციები