აფეთქება ფეიერვერკების ცეხში

დაიღუპა 19 ადამიანი

1007044
აფეთქება ფეიერვერკების ცეხში

 

მექსიკაში, ფეიერვერკების ცეხში წარმოქმნილი აფეთქებების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ დედაქალაქის ჩრდილოეთში მდებარე ტულტეპეკში მომხდარი ამ აფეთქების შედეგად 40 ადამიანი კი დაშავდა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლო მახლო მდებარე საავადმყოფოებში.

ამავე ცნობით, დაღუპულებს შორის 4 მეხანძრე და 2 პოლიციელიც არის.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ქვეყნის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

სხვათა შორის, ამავე ქალაქში გასულ თვეში აფეთქება მოხდა ფეიერვერკების ერთ ერთ საწყობში და 7 კაცი დაიღუპა, 8 დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები