წყალდიდობა განაში

წყალდიდობა განაში

1005983
წყალდიდობა განაში

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან განაში ინტენსიური წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო წინასწარი მონაცემებით 12 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ეროვნული კატასტროფების და მართვის ორგანიზაციიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ბოსომტვეში ორ დღიანმა  ძლიერმა  წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. მომხდარის შედეგად წინასწარი მონაცემებით 12 ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, რომელთა სამძებრო სამუშაოებიც ამ დრომდე გრძელდება. ქალაქში ჩატარებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად დაახლოებით 150 ადამიანი გადარჩენილ იქნა. განაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში წყალდიდობის შედეგად სულ ცოტა 25 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები