არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანის მოქალაქეების და კომპანიების მიმართ სანქციები დააწესა

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანის მოქალაქეების და კომპანიების მიმართ სანქციები დააწესა

1005206
არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანის მოქალაქეების და კომპანიების მიმართ სანქციები დააწესა

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა,  ტერორიზმის მხარდაჭერაში  შეყვანილი ირანელი პირებისა და კომპანიების ქონების დაყადაღების პროცედურები დაიწყო. არაბთა გაერთიანებული საემიროების ფასიანი ქაღალდების სასაქონლო დაწესებულების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტერორიზმის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი 9 ირანელი მოქალაქის და კომპანიების მიმართ ქონების დაყადაღების პროცედურები დაიწყო. განცხადებაში პირების და კომპანიების მიმართ დეტალური ინფორმაცია არ არის მოცემული. ამავე განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სიაში მყოფ პირების და კომპანიების გარდა სხვა არცერთი ირანელის მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. განცხადების მიხედვით, ტერორიზმში ბრალდებული პირები რეგიონის სტაბილურობის საწინააღმდეგო ქმედებების გამო მილიონობით დოლარის დაფინანსებებს ახორციელებდნენ. მეორეს მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  მიმდინარე წლის მაისის თვეში, ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ს სახაზინო სამინისტრომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუს“-თან კავშირში მყოფ  6 მოქალაქეს და სამ კომპანიას სანქციები დაუწესა.

 



მსგავსი ინფორმაციები