თვითმკვლელური ტერაქტი გზაჯვარედინზე
დაიღუპა 15, დაიჭრა 20 ადამიანი
1003898
თვითმკვლელური აფეთქების შედეგად ავღანეთში 15 ადამიანი დაიღუპა. ნანგარჰარის გუბერნიის პრეს წარმომადგენელმა ატაულლაჰ ჰოგიანიამ განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ბომბით დატვირთული სატვირთო მანქანა ქალაქ ჯალალაბადის მუჰაბარატის გზაჯვარედინზე ააფეთქა და ამ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიჭრა, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა მოხდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განის ამ ქალაქში ვიზიტის დროს.