ლაგოსი ცეცხლის ალში გაეხვია
დაიღუპა 9, დაშავდა 4 კაცი
1002149
დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიის ქალაქ ლაგოსში საწვავის ტანკერისა და ავტომანქანის შეჯახების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ეს ავარია მოხდა ლაგოს-იბადანის საავტომობილო გზაზე და ერთმანეთს 33 ტონიანი საწვავის მზიდავი ავტოცისტერნა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ ერთმანეთს.
ამავე ცნობით, ტანკერის აფეთქებამ დიდი ხანძარიც გამოიწვია და მთლიანობაში 50-მდე მანქანა დაიწვა.