თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე

მომხდარის შედეად მრავალი პოლიციელი დაიღუპა

1001789
თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე

ავღანეთში,  თაჰარის  პროვინციაში თალიბების მიერ ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 16 პოლიციელი დაიღუპა. თაჰარის პროვინციის გუბერნიის პრესსპიკერის,  სუნნეთულლაჰ თემურის განცხადებით თალიბებმა,  იეთიმ თეფეს რეგიონის საზღვართან, სასაზღვრო პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელეს რის შედეგადაც 16 პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. მომხდარის შედეგად  6 პოლიციელს  ჯერ  კიდევ ვერ უკავშირდებიან. მომხდართან დაკავშირებით ერთი განცხადებაც თალიბების მხრიდან გავრცელდა, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ თავდასხმის შედმეგ ოთხ პოლიციის განყოფილებაზე კონტროლი დაამყარეს.



მსგავსი ინფორმაციები