ისრაელმა 2 რაკეტა ესროლა სირიას

დამასკომ ვერ გაანეიტრალა ეს რაკეტები

1000075
ისრაელმა 2 რაკეტა ესროლა სირიას

 

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA იტყობინება, რომ წუხელ, შუაღამის შემდეგ, ისრაელის მხრიდან ნასროლი 2 რაკეტა დედაქალაქ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დაეცა.

დამასკოს სამხრეთით მდებარე ქალაქ დერაში მოქმედი თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansı-ს (AA) თანახმად, ასადის რეჟიმის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სარაკეტო შეტევით უპასუხეს რაკეტის მსროლელ ისრაელის გამანადგურებელს, მაგრამ, ისრაელის არმიამ დერას სივრცეში გაანეიტრალა სირიული რაკეტები.

ამ წარუმატებელი შეტევის კვალდაკვალ, სირიის რეჟიმმა კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა მოაწყო ისრაელის გამანადგურებელზე, მაგრამ, ამჯერად ამ გამანადგურებელმა სირიის სარაკეტო პლატფორმა ამოიღო მიზანში და გაანადგურა.

ამ თავდასხმებთან დაკავშირებით ისრაელის მხარეს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ბოლო სამი თვის განმავლობაში ისრაელმა ჰუმუსში, ქუენიტრაში, დერასა და დამასკოში რამდენჯერმე თავდასხმა განახორციელა სირიის სამხედრო რეჟიმისა და მის მხარდამჭერ ირანის ობიექტებზე



მსგავსი ინფორმაციები