პუტინმა სამხრეთ კორეელი კოლეგა მიიღო

განიხილეს ჩრდილოეთ კორეის საკითხიც

997965
პუტინმა სამხრეთ კორეელი კოლეგა მიიღო

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის სასახლეში მიიღო თავისი სამხრეთ კორეელი კოლეგა მოონ ჯეი-ინი და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად განიხილეს ჩრდილოეთ კორეის საკითხიც რა, კმაყოფილება გამოთქვეს ფხენიან-ვაშინგტონს შორის დაწყებული დიალოგის მიმართ.

პუტინი შეეხო რა 12 ივნისს სინგაპურში აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და კიმ იონგ უნის შეხვედრას, თქვა:  “მივესალმებით ფხენიანისა და ვაშინგტონის დამოკიდებულებას, კრიზისის მოგვარების მიზნით დიალოგისა და მოლაპარაკებების დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯერ ერთი კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობას და მეორეც, შექმნის პირობებს მომავალში მთელს რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების სისტემის დანერგვას“.

მოონის თქმით, დაწყებული დიალოგი სარგებლობას მოუტანს ორივე კორეას და ეს ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისგან გაიწმინდება რა, საბოლოო სტაბილურობა დამყარდება, ამიტომაც აქტიურად ითანამშრომლობენ ამ საქმეში



მსგავსი ინფორმაციები