აშშ-ი ასრულებს სინგაპურის ვალდებულებას
მან უვადოდ შეაჩერა სეულთან სამხედრო წვრთნები
აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი სამი სამხედრო წვრთნა, მათ შორის საზღვაო წვრთნა სახელწოდებით, "თავისუფლების გვარდია", რომლის წინააღმდეგაც მკაცრად გამოდიოდა ფხენიანი.
პენტაგონის პრესსპიკერმა დონა უიტმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ჯიმ მატისი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 12 ივნისის სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ იონგ-უნთან ჩატარებული შეხვედრის შედეგების განხილვის მიზნით, გენშტაბის უფროს ჯოზეფ დონფორდს, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეუს და თეთრი სახლის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს შეხვდა.
"სინგაპურის სამიტის შედეგების განხორციელების მხარდასაჭერად, მინისტრმა მატისმა, ჩვენს მოკავშირე სამხრეთ კორეასთან კოორდინაციით გარკვეული სამხედრო წვრთნების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო“, განაცხადა უიტმა და დაამატა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებების მხარდასაჭერად შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება დამოკიდებული იქნება ფხენიანის კეთილგანწყობაზე.