შეიარაღებული თავდასხმა მალმოსში
დაიღუპა 3 კაცი, ამდენივე დაიჭრა
995129
შვედეთის ქალაქ მალმოსში, ერთ ერთი ინტერნეტ-კაფიდან გამოსულ ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა.
დაღუპულები და დაშავებულები რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას ზეიმობდნენ, როცა მათ ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელების დასაკავებლად, რომლებმაც შესძლეს ავტომობილით გაქცევა, პოლიციელებმა სპეცოპერაცია დაიწყეს.
ამ ბოლო წლებში შვედეთში ქუჩური გარჩევები და კონფლიქტები გაიზარდა.
ახლა სამართალდამცავები იმასაც იძიებენ, აქვს თუ არა ამ თავდასხმას რაიმე კავშირი ტერორიზმთან.