მეორე ტურში ივან დუკემ გაიმარჯვა

მან ხმების 53,95%-ი მიიღო

994000
მეორე ტურში ივან დუკემ გაიმარჯვა

გუშინ, კოლუმბიაში  გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ივან დუკემ გაიმარჯვა. მან ხმების 53,95%-ი მიიღო. მისმა მეტოქე, მემარცხენე გუსტავო პეტრომ კი ხმების 41,83%-ი მოაგროვა. დუკე მთელი ქვეყნის მასშტაბით 32 ადმინისტრაციულ რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. ივან დუკე  2022 წლამდე იქნება კოლუმბიის პრეზიდენტი. ფიცის დადების ცერემონიალი კი   7 აგვისტოს გაიმართება. ივან დუკეს არჩევნებში გამარჯვება პირველმა მოქმედმა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მიულოცა.



მსგავსი ინფორმაციები