ინდოეთი წყალდიდობას ებრძვის
დაიღუპა 21 ადამიანი
994027
ჩრდილოეთ ინდოეთის ასამის პროვინციაში, გადაუღებელი მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ამის პარალელურად მრავალ რეგიონში მდინარეების ადიდება და მათი კალაპოტებიდან გამოსვლაც გამოიწვია.
ასამის პროვინციიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ 42 ათასზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მოახდინა.
ამავე ცნობით, ამ პროვინციაში წყლის ქვეშ დარჩა 4 ათასამდე ჰექტარი ფართობი და 716 სოფელი.
ინდოელი მეტეოროლოგების განცხადებით, უახლოეს დღეებში უამინდობა გაგრძელდება ქვეყნის მრავალ რეგიონში