გვატემალაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების წარმოება დასრულდა

გვატემალაში ვულკანი ფუეგოს ამოფრქვევის შემდეგ, რასაც 114 ადამიანი ემსხვერპლა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების წარმოება დასრულდა

994222
გვატემალაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების წარმოება დასრულდა

გვატემალაში ვულკანი ფუეგოს ამოფრქვევის შემდეგ, რასაც 114 ადამიანი ემსხვერპლა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების წარმოება დასრულდა.

ვულკანის პირველი ამოფრქვევიდან, 3 ივნისიდან, დღემდე დაკარგული 150-ზე მეტი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რისკის მაღალი დონის გამო დასრულდა.

ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა ისევ გრძელდება.

დედაქალაქ გვატემალა სითის სამხრეთ-დასავლეთით 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფუეგოს ვულკანი 3 ივნისს ამოიფრქვა და სოფელ ელ როდეოში მდებარე სახლები გაანადგურა.


საკვანძო სიტყვები: #გვატემალა , #ვულკანი ფუეგო

მსგავსი ინფორმაციები