ტერაქტი საბაირამო მილოცვების დროს

არიან დაღუპულებიც

993616
ტერაქტი საბაირამო მილოცვების დროს

ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ავღანელი სამხედროებისა და მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლების საბაირამო მილოცვების მიმდინარეობის დროს განხორციელებული თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციის რუდათის რაიონში მოხდა. ნანგარჰარის პროვინციის გუბერნიის პრესსპიკერმა ათაულლაჰ ჰოგიანის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი იმ დროს აიფეთქა, როდესაც ავღანელი სამხედროებისა და მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლების საბაირამო შეხვედრები მიმდინარეობდა. ათაულლაჰ ჰოგაინი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ საბაირამო მილოცვას სამოქალაქოებიც ესწრებოდნენ. თავდასხმა საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 7 ივნისს ავღანეთის პრეზიდენტმა ეშრეფ განიმ განაცხადა, რომ თალიბებთან 20 ივნისამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ამის საპასუხოდ კი თალიბებმაც  ბაირამის დღეებში სამ დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღეს.



მსგავსი ინფორმაციები