ისტორიულ შეთანხმებას ხელი მოეწერა

ამ შეთანხმების შემდეგ ქვეყანას „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ ეწოდება

993791
ისტორიულ შეთანხმებას ხელი მოეწერა

საბერძნეთმა და მაკედონიამ ნახევარსაუკუნის სადავო საგნად ქცეულ მაკედონიის სახელთან დაკავშირებით ისტორიულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხებას ხელი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნების საზღვრებთან მდებარე,  პრესპას ტბის სანაპიროსთან მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს საბერძნეთის პრემიერმინისტრი,  ალექსის ციპრასი,   მისი მაკედონელი კოლეგა,  ზორან ზაევი,  ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი და სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ შეთანხმების შემდეგ  ქვეყანას „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“  ეწოდება. ახლა უკვე სკოპიესთვის ევროკავშირისა და  ნატო-ს  კარი ღიაა.



მსგავსი ინფორმაციები