პოლ მანაფორტი დაპატიმრებულ იქნება

იგი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იყო

993260
პოლ მანაფორტი დაპატიმრებულ იქნება

 

აშშ-ს რეგიონალური მოსამართლის, ემი ბერმანის გადაწყვეტილებით,  დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი დაკავებულ იქნება.

დაახლოებით 6 თვეა რაც მანაფორტი გადასახადისგან თავის არიდების და ფულის გათეთრების ბრალდებით შინა პატიმრობაშია და ახლა მას ბრალად ედება თავის დავაში მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენაში და მათთვის ცრუ მოწმეობისათვის ზეწოლაში.   

როგორც ცნობილია, რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კიბერშეტევებით ჩარევის ბრალდების საფუძველზე გახსნილ დავას სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორი მუილერი წარმართავს და მან ამ დავის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმმართავი ზოგიერთი პირი რუსებთან ურთიერთობაში დაადანაშაულა და მათგან მაიკლ ფლინმა და ჯორჯ პაპადოპულოსმა ბრალდებები მიიღეს, მანფორტმა და გეიტსმა კი არ მიიღეს.  

დონალდ ტრამპმა და მისი კამპანიის გუნდმა რუსეთთან ყველანაირი ფარული ურთიერთობები უარყვეს



მსგავსი ინფორმაციები