პარიზში მძევლების კრიზისი დასრულდა

3 მძევლის ამყვანი დაკავებულია

991556
პარიზში მძევლების კრიზისი დასრულდა

 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სპეცოპერაციით დააპატიმრეს სამი ადამიანის მძევლად ამყვანი პირი.


ადგილობრივი დროით დაახლოებით 16.00 საათზე, პარიზის მე -10 რაიონში სარეკლამო სააგენტოში შემოსულმა პირმა, ამ სააგენტოს სამი თანამშრომელი დააკავა.

ერთმა მძევალმა მოკლე დროში გაქცევა მოახერხა.

პოლიციამ სპეცოპერაცია დაიწყო თავდამსხმელის წინააღმდეგ, რომელსაც სავარაუდოდ თვითმკვლელის ბომბიანი ქამარი ჰქონდა შემოჭერილი.

BFMTV- ის ტელეარხმა ინფორმაცია გამოაქვეყნა და საზოგადოებას აუწყა, რომ თავდამსხმელს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

პარიზის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ორი მძევალი სპეცრაზმის მიერ ორგანიზებული ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს და თავდამსხმელი კი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები