მაკედონიას სახელი ეცვლება

მისი ახალი სახელი "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა" იქნება

991744
მაკედონიას სახელი ეცვლება

 

მაკედონიას სახელი იცვლება და ამიერიდან იგი "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა" იქნება.

საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სკოპიეს ადმინისტრაციასთან ამ ქვეყნის სახელის შეცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ საბერძნეთის  პრემიერ მინისტრმა ალექსი ჩიპრასმა განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ისეთ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც აკმაყოფილებს და შეესაბამება მისი ქვეყნის მოლოდინებს. ახლა ამ გარიგებას კვირის ბოლოს მოეწერება ხელი.

მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა მისი ქვეყნის სახელის შეცვლას, "25 წლის შემდეგ მიღწეული ისტორიული გადაწყვეტილება" უწოდა.

ამ შეთანხმებასთან ერთად, სკოპიეს ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებებს შეასრულებს, რათა "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა" გამოყენებულ იქნას საერთაშორისო არენაზე.

მას შემდეგ, რაც მაკედონია საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებს, საბერძნეთიც პარლამენტში ამ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.

ნატო-ს გენერალური მდივანი ჯეინს სტოლტენბერგი მიესალმა ამ შეთანხმებას და თქვა, რომ ამით სკოპიეს ნატოში გაწევრიანების გზა გაეხსნა.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მისგან გამოყოფილი მაკედონია 27 წელია რაც ამ სახელს იყენებდა, რასაც ეწინააღმდეგებოდა საბერძნეთი და ამის გამო მას არც ნატოში და არც ევროკავშირში არ აწევრიანებდნენ



მსგავსი ინფორმაციები