ტრამპისა და კიმის შეხვედრა ხვალ შესდგება

ეს სამიტი სინგაპურს 20 მილიონი დოლარი დაუჯდება

989953
ტრამპისა და კიმის შეხვედრა ხვალ შესდგება

 

12 ივნისს სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ-უნს შორის დაგეგმილი სამიტი მასპინძელ ქვეყნას, სინგაპურს, დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაუჯდება.

გაზეთ Strait Times-ის მიხედვით, ამის შესახებ განაცხადა სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლეე ჰსიენ ლოუნგმა. მისივე თქმით, ისინი მზად არიან ასეთი მეტად  ღირებული და მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივის მხარდასაჭერად.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა ჩატარდება სინგაპურში და გვჯერა, რომ ის გზას გაუხსნის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებას. ამ შეხვედრის მასპინძლობა ჩვენ არ მოგვითხოვია, არამედ, პირიქით, მათ მოგვთხოვეს და ჩვენც შევთანხმდით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს  სინგაპურის კარგ ურთიერთობას ყველა მხარესთან და პატივისცემას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან", განაცხადა ლეემ და დაამატა, რომ ეს სამიტი მისი ქვეყნის იმიჯში დადებით წვლილს შეიტანს.

ამ მინი სამიტს მოუთმენლად ელის მთელი მსოფლიო, რომელზედაც ძირითადად კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას განიხილავენ



მსგავსი ინფორმაციები