რამაზანობის დღეები ავღანეთში სისხლი არ დაიღვრება

თალიბანმა 3 დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა

989226
რამაზანობის დღეები ავღანეთში სისხლი არ დაიღვრება

ავღანეთში, თალიბანის ორგანიზაციამ, თავის არსებობის მანძილზე პირველად 3 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

თალიბანის განცხადებით, რამაზან ბაირამობის 3 დღის განმავლობაში, ე.ი. 15, 16, 17 ივნისს არავითარ თავდასხმას არავისზე არ განახორციელებენ, ხოლო მათზე თავდასხმის დროს კი ისინი მხოლოდ თავდაცვის პოზიციას დაიკავებენ.

ამავე განცხადებით, ეს მორატორიუმი არ ვრცელდება ავღანეთში განლაგებულ უცხო ქვეყნის ძალებზე და მათ მიმართ თავდასხმებს გააგრძელებენ.

თალიბანმა ასევე განმარტა, რომ შესაძლოა იმ პატიმრების გათავისუფლებაც, რომლებიც პირობას დადებენ და არ დაუბრუნდებიან ბრძოლის ველს.

ავღანეთის პრეზიდენტმა ეშრეფ განიმ გუშინ, მოახლოებული რამაზანის 3 დღიანი დღესასწაულის გამო, ქვეყანაში 1 კვირიანი მორატორიუმი გამოაცხადა



მსგავსი ინფორმაციები