ისრაელის ძალადობები პალესტინელებზე გრძელდება

გუშინ კიდევ 4 პალესტინელი იქნა მოკლული

989087
ისრაელის ძალადობები პალესტინელებზე გრძელდება

 

გუშინ, შუადღის ნამაზის შემდეგ, დაახლოებით 10 ათასამდე პალესტინელი შეიკრიბა ისრაელ-ღაზის საზღვარზე და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ისრაელური ოკუპაცია და ძალადობები.

ეს პროტესტები მიმდინარე წლის 30 მარტიდან, ე.წ. “დიადი დაბრუნების“ დღიდან დაიწყო და მასიურად გრძელდება რა, მას ათეულობით ადამიანიც ემსხვერპლა, ხოლო ათასობით კი დაშავდა.

ისრაელის ჯარისკაცებმა გუშინ, ჯერ პალესტინელების მხრიდან გაშლილი კარვები დაბომბეს უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი პლასტიკურთან ერთად ნამდვილი ტყვიებიც დაუშინეს დემონსტრანტებს, რასაც 4 პალესტინელი ემსხვერპლა, 600-მდე კი დაშავდა და მათ შორის 26 ბავშვი, 14 ქალი, 5 ჟურნალისტი და 2 მედპერსონალიც არის, მთლიანობაში კი ნამდვილი ტყვიით 117 კაცი არის დაჭრილი



მსგავსი ინფორმაციები