გაეროს უშ-ში ახალი დროებითი წევრები აირჩიეს
ისინი მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყებენ
989372
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში 2019-2020 წლებისათვის დროებითი წევრების არჩევნები ჩატარდა.
როგორც ცნობილია, 15 წევრიან უსაფრთხოების საბჭოში 5 მუდმივი (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინგლისი და საფრანგეთი) და 10 დროებითი წევრია და ამ უკანაკნელებში 5 წევრი 2-2 წლით, დანარჩენი 5 წევრი კი 1-1 წლით გენერალურ სესიაზე ირჩევიან.
გუშინ, კენჭისყრის შედეგად 5 დროებითი წევრი იქნა არჩეული და ისინი გახდნენ გერმანიის, ბელგიის, სამხრეთ აფრიკის, ინდონეზიის და დომინიკის წარმომადგენლები. უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები 2 წლიანი მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყებენ
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელის მიერ ლიბანში პორტატული პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის მიერ ლიბანში პორტატული პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა