ჯეიმს მატისმა თურქეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჯეიმს მატისმა თურქეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

987802
ჯეიმს მატისმა თურქეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ, ჯეიმს მატისმა თურქეთ-აშშ-ს შორის მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების საგზაო რუკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი არის ნატოს წინა ფრონტის ქვეყანა ამიტომ,  მისი კანონიერი ინტერესებისათვის გზა უნდა გამონახოთ. მატისმა ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე მონაწილეობის მისაღებად ბელგიის დედაქალაქ, ბრიუსელში გამგზავრების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას,  თურქეთ-აშშ-ს შორის მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ და ტერ ორგანიზაცია YPG/PKK,  რომელმაც სახელწოდება შეიცვალა და SDG დაირქვა,  DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რაოდენ ეფექტური გამოდგა?  მატისმა კი უპასუხა: „თურქეთის უსაფრთხოების და ინტერესებისთვის ვმუშაობთ რა, სწორედ ამ მიზნით კვირის დასაწყისში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს. თურქეთი, ნატოს მნიშვნელოვანი წევრი ქვეყანაა, ამიტომ მისი ინტერესები უნდა დავიცვათ.   ასადს, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ყოველგვარ უბედურებას ჩადის,  ირანის და რუსეთის მხარდაჭერით, თურქეთმა სირიელი ხალხის  დასახმარებლად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამიტომ, მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.  რაც შეეხება SDG-ს,  DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლას ეს მართლაც და რთულად ასახსნელი საკითხია, მაგრამ ნათლად შემიძლია განვაცხადო, რომ  თურქეთთან ერთად DEAŞ-ის დამარცხებასაც ვცდილობთ“.



მსგავსი ინფორმაციები