იტალიის სენატმა ნდობა გამოუცხადა კონტეს მთავრობას

ნდობის კენჭისყრა დღეს წარმომადგენელთა პალატაშიც შესდგება

986788
იტალიის სენატმა ნდობა გამოუცხადა კონტეს მთავრობას

 

იტალიის პარლამენტის ზედა ფრთამ, რესპუბლიკური სენატის 171 წევრმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას, რომელიც შედგება იტალიის უკიდურეს მემარჯვენე ლიგასა და სისტემის მოწინააღმდეგე ხუთ ვარსკვლავიანი მოძრაობის, M5S-ს წევრებისგან

321 სენატორიან პარლამენტში კონტეს მთავრობამ საჭირო 145 ხმის მაგივრად, 171 ხმა მიიღო და ასე მოიპოვა ნდობა ახალ პარლამენტში.

კენჭისყრის წინ კონტემ სენატორებს თავისი მთავრობის პროგრამა წარუდგინა და მასში აღნიშნა, რომ სასჯელს გაუზრდიან ისეთ დანაშაულებებს, როგორებიცაა სექსუალური ძალადობა და გადასახადების გადაუხდელობა, ხოლო კორუფციასთან ბრძოლაში ე.წ. "საიდუმლო აგენტებს" გამოიყენებენ.

მანვე რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გადახედვა მოითხოვა, რადგან, იგი ზარალს მხოლოდ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობას აყენებს.

კონტეს მთავრობის ნდობის კენჭისყრა დღეს წარმომადგენელთა პალატაშიც შესდგება  

 



მსგავსი ინფორმაციები