ფუეგოს ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

დაიღუპა 25 ადამიანი

985001
ფუეგოს ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

 

გვატემალიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კმ-ით სამხრეთ დასავლეთში მდებარე ფუეგოს სახელწოდების ვულკანმა აფეთქება და მის კვალდაკვალ ლავის, ქვების, ნაცრის და კვამლის ამოფრქვევა დაიწყო.

პირველადი ცნობებითვე, ამ ამოფრქვევას უკვე 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

სტიქიური უბედურების ეროვნული სააგენტოდან გავრცელებული განცხადებით, აფეთქების შემდეგ სოფელ ელდორესკენ დაეშვა ლავის მდინარე, რომელმაც შთანთქა სახლები და ადამიანებიც ამ სახლებში დაიღუპნენ.

ამავე ცნობით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან და მაშველებიც. გვატემალას პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა განაცხადა, რომ ვულკანის გამო სამი რეგიონი დაზარალდა და დაზარალებულების მიმართ ეროვნულ საგანგებო გეგმას განახორციელებენ.

ნაცრის წვიმის გამო ახლო მახლო მცხოვრებ მოსახლეობას ნიღბების გაკეთება მოსთხოვეს.  

გვატემალის ბუნებრივი კატასტროფების სააგენტოს დირექტორმა სერხიო გარსია კაბანასმა განაცხადა, რომ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად მთლიანობაში 1,7 მილიონი ადამიანი დაზარალდა, ხოლო ამის პარალელურად მათ 3100 ადამიანის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მოახდინეს.  



მსგავსი ინფორმაციები