ნატო 30 ათასიან არმიას ქმნის

იგი რუსეთის მუქარის საწინააღმდეგოდ იქმნება

984671
ნატო 30 ათასიან არმიას ქმნის

 

გერმანულმა გაზეთმა "Welt am Sonntag"-მა განაცხადა, რომ ნატო მომავალი 30 დღის განმავლობაში 30 ათას კაციანი არმიის შექმნას გეგმავს და მისი მთავარი და ძირითადი მიზანი, რუსეთის მხრიდან ალიანსზე შესაძლო იერიშის მოგერიება იქნება.

გერმანული გაზეთი ნატოს დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ნაწილს შეიარაღებაში ექნება ასობით სამხედრო თვითმფრინავები და გემები.

“ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მიიღებენ“, წერს გერმანული გაზეთი.

ნატოს სამხედრო ძალის შექმნის ინიციატივა აშშ-ს ეკუთვნის და მასში მთავარ როლს გერმანული ძალები შეასრულებენ



მსგავსი ინფორმაციები