ლავროვი ფხენიანში ჩავიდა
ლავროვი ფხენიანში რი იონგ ჰოს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ, ფხენიანში თავის კოლეგა, რი იონგ ჰოს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეა-აშშ-ს შორის დაწყებული მოლაპარაკებები იქნა განხილული. მისი თქმით რუსეთი მხარს დაუჭერს შეთანხმებებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ყველა მხარის ინტერესებს. მისივე თქმით მოსკოვი, როგორც ვაშინგტონ-ფხენიანს შორის ასევე, ფხენიან-სეულს შორის მოლაპარაკებების დაწყებას დადებითად აფასებს. რუსმა მინისტრმა პრესკონფერენციის დროს ისიც აღნიშნა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის საკითხის მოგვარებას დროს დასჭირდება რა, ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებული სანქციები დროულად უნდა გაუქმდეს. მეორეს მხრივ, სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს ქვეყნის მეთაურ, კიმ ჩენ ინსაც შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები იქნა განხილული. შეხვედრის შემეგ ლავროვმა კიმ ჩენ ინი მოსკოვში მიიწვია.
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა