ქურთული ტერ ორგანიზაციები ნატოს ანგარიშში შევიდნენ

PYD/YPG-ე ევროპულ პლატფორმაზე პირველად იქნა მოხსენიებული ტერორისტულად

982446
ქურთული ტერ ორგანიზაციები ნატოს ანგარიშში შევიდნენ

 

სირიაში მოქმედი ქურთული შეიარაღებული დაჯგუფება PYD/YPG-ე, რომელსაც თურქეთი ტერორისტულად და სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიულ განშტოებად მიიჩნევს, ევროპულ პლატფორმაზე პირველად იქნა მოხსენიებული ტერორისტულად და პკკ-ას განშტოებად.

პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თურქული დელეგაციის ხელმძღვანელმა და თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სტამბოლელმა დეპუტატმა აჰმეტ ბერატ ჩონქარმა, ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ფაქტებით, მტკიცებულებებით და არგუმენტებით დაასაბუთა, რომ PKK-ა და PYD/YPG-ერთდაიგივე ორგანიზაციას წარმოადგენენ

"სირიაში მოქმედი PYD-ე, სირიაში  ვითომც DEAŞ-ს ებრძვის და ამიტომ მისი ტერორისტობა უკანა პლანზე გადადის, სინამდვილეში კი იგი პკკ-ას სირიულ განშტოებას წარმოადგეს. აი ეს განმარტება შევიდა ნატოს ანგარიშში და ეს პირველად მოხდა რა, ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისათვის" - განაცხადა ჩონქარმა.


 



მსგავსი ინფორმაციები