ღაზაში კიდევ 1 პალესტინელი დაიღუპა

იგი რამდენიმე დღის წინ დაიჭრა და საავადმყოფოში მკურნალობდა

982258
ღაზაში კიდევ 1 პალესტინელი დაიღუპა

 

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერმა ეშრეფ ალ-კუდრამ წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ ღაზა-ისრაელის საზღვართან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, რამდენიმე დღის წინ, ისრაელი ჯარისკაცების მხრიდან დაჭრილი და საავადმყოფოში მკურნალი 23 წლის პალესტინელი, ნაჯი განიმი, დღეს დილით გარდაიცვალა. 

პალესტინელებმა ისრაელის ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 30 მარტს დაიწყეს და მას შემდეგ ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას 110 პალესტინელი ემსხვერპლა, სამი ათასზე მეტი დაიჭრა



მსგავსი ინფორმაციები