მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირის მოწოდება
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირის მოწოდება

მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირმა, ისრაელის მხრიდან პალესტინელი ხალხის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები დაგმო და ღაზის სექტორის მიმართ დაწესებული ემბარგოს გაუქმების მოწოდება გააკეთა. კავშირის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ გმობენ ისრაელის პალესტინელი ხალხის მიმართ ქმედებებს და მათ მიმართ დაწესებულ ემბარგოს არაადამიანურად აღიარებენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ისრაელის ამ ქმედებების წინააღმდეგ დუმილი დიდი შეცდომაა რა, ღაზის სექტორის მიმართ მეზობელი ქვეყნებიდან ემბარგოს მოხსნას ითხოვენ. მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი გავრცელებულ განცხადებაში ყველა მუსლიმურ დაწესებულებებსაც მოუწოდებენ, რომ პალესტინელი ხალხის დასახმარებლად შესაბამის ნაბიჯები გადადგან და „სიონისტურ პოლიტიკა“-ს წინ აღუდგენ. პალესტინელები მიმდინარე წლის 30 მარტიდან ღაზის სექტორში „დიდი დაბრუნების მარში“ სახელწოდების მშვიდობიან აქციას მართავენ, რის საპასუხოდან ისრაელის სამართალდამცველები მათ წინააღმდეგ გადამეტებულ ძალს იყენებს რა, აქციების დაწყებიდან დღემდე 110 პალესტინელი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.