დიდი ბუში საავადმყოფოში დააწვინეს

“მას ცნობიერება არ აქვს დაკარგული“

980190
დიდი ბუში საავადმყოფოში დააწვინეს

 

აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დიდი საავადმყოფოში განათავსეს.


ბუშის სპიკერმა ჯიმ მაკგრეტმა განაცხადა, რომ 93 წლის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია დაბალი წნევისა და დაღლილობის გამო, ამიტომაც იგი სავარაუდოდ რამდენიმე დღე იწვება საავადმყოფოში.  

მაკგრეტის თქმითვე, ბუში სამხრეთ მენის ჯანდაცვის ცენტრშია გადაყვანილი და მას ცნობიერება არ აქვს დაკარგული.

საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ყველა განცხადებას ამიერიდან თვით ბუშის ოჯახის წევრები გააკეთებენ



მსგავსი ინფორმაციები