დღეს კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

დღეს კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

979852
დღეს კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

კოლუმბიელები დღეს 2022 წლამდე ქვეყნის მმართველ პრეზიდენტს ირჩევენ.  ქვეყანაში ხმის მიცემის პროცედურა  ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათამდე გაგრძელდება. კოლუმბიაში დაახლოებით 36 მილიონ 230 ათასი ამომრჩეველია რა, მათ ხმის მიცემა 11 ათას საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. არჩევნების უსაფრთხოებას  კი 115 ათასი სამართალდამცველი იცავს. არჩევნებს ასევე ასამდე საერთაშორისო დამკვირვებელიც აკვირდება. იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ ტურში 50%-ს ვერ გადალახავენ, ყველაზე მეტი ხმის მიმღები ორი კანდიდატი  მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. მეორე ტური კი 17 ივნისს გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები