პუტინმა მსოფლიოს მოწინავე საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები მიიღო

მათთან საუბარში მან დაგმო ამერიკის ზეწოლა თურქეთზე

979337
პუტინმა მსოფლიოს მოწინავე საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები მიიღო

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანკ პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს მოწინავე საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები მიიღო და მათთან საუბარში შეეხო რა აშშ-ს უარყოფით გამოხმაურებას თურქეთის მხრიდან რუსეთისგან შესასყიდი  S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით, თქვა, რომ ანკარამ როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, მოსკოვისგან საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველაზე განვითარებულ და მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო მოდელს ყიდულობს და ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.

“განა ამით რა მოხდა? ეს დანაშაული ხომ არ არის? რომელ ქვეყანას აქვს უფლება, დააწესოს შეზღუდვები დამოუკიდებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მგრძნობიარე იარაღის შესასყიდად? მე ვფიქრობ, რომ ამერიკის მხრიდან ეს ნამდვილად გადაჭარბებული ქცევაა ", - განაცხადა მან.

მისივე თქმით ნატოს წევრმა საბერძნეთმაც მათგან S-300 ტიპის სისტემები იყიდა, მაგრამ, ამაზე ამერიკას ხმა არ ამოუღია, ამიტომაც თურქეთზე განხორციელებულ ზეწოლას არასამართლიანი და არაკეთილსინდისიერი უწოდა.

“ერდოღანზე ზეწოლით ამერიკა რაიმე შედეგს ვერ მიიღებს“, განაცხადა რუსეთის ლიდერმა



მსგავსი ინფორმაციები