ისრაელი ჯარისკაცების ძალადობა გრძელდება

მათ კიდევ 2 პალესტინელი მოკლეს

978835
ისრაელი ჯარისკაცების ძალადობა გრძელდება

 

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს წარმომადგენელი ეშრეფ ელ კუდრა გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში იტყობინება, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლის დროს, ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილი კიდევ ორი პალესტინელი, 23 წლის აჰმედ ალი მუსტაფა ქატტუში და 21 წლის მუჰემმედ ებუ ტაჰუნი, ექიმების დიდი მცდელობების მიუხედავად, დაიღუპნენ.

პალესტინელები 30 მარტის აქეთ აწყობენ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებზედაც გმობენ ისრაელის ოკუპაციას და უკვე 100-მდე კაცი, მათ შორის ბავშვები და ჟურნალისტები, დაიღუპა, სამი ათასზე მეტი დაიჭრა



მსგავსი ინფორმაციები