ისტორიული შეხვედრა გაუქმდა

შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო

978399
ისტორიული შეხვედრა გაუქმდა

აშშ-ს პრეზიდენტ,  დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო, ტრამპმა გააუქმა. მან შეხვედრის გაუქმების შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს წერილით აცნობა, რომელიც შემდეგ თეთრი სახლის მიერაც იქნა გამოქვეყნებული. ტრამპი თავის წერილში აცხადებს, რომ შეხვედრის ახლა ჩატარება უადგილო იქნება. აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან კიმ ჩენ ინისთან შეხვედრა მაშინ გააუქმა, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის საცდელი პოლიგონის დემონტაჟი უცხო ქვეყნის ჟურნალისტების თანდასწრებით განახორციელა.



მსგავსი ინფორმაციები