ტრამპი ჩინეთთან წარმოებული მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა

"მე არ ვარ კმაყოფილი, ვნახავთ, რა მოხდება, ჩვენ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი"

977554
ტრამპი ჩინეთთან წარმოებული მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა

 

როგორც განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, იგი არ არის კმაყოფილი ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებით. სამხრეტ კორეის ლიდერ, მოონ ჯეი ინთან დაგეგმილი პირისპირი შეხვედრის წინ, მან თეთრი სახლის ოვალური კაბინეტში პრეს კონფერენცია გამართა და თქვა: "მე არ ვარ კმაყოფილი მოლაპარაკებებით, ვნახავთ რა მოხდება, ჩვენ ჯერ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი".

მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაციები, თითქოსდა ჩინეთის ელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციების მწარმოებელ კომპანია ZTE- ს მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხში შეთანხმება ჰქონდეთ მიღებული



მსგავსი ინფორმაციები