CIA-ს პირველმა ქალმა დირექტორმა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
CIA-ს პირველმა ქალმა დირექტორმა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
976700
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი 61 წლის ჯინა ჰასპელიმ სენატში შესაბამისი მხარდაჭერის მოპოვებით და ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მას, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ს საზღვარგარეთ საყრობილეებში მსჯავრდებულების მიმართ წამების ანუ ვოთერბორდინგის მეთოდში ადანაშაულებდნენ. ფიცის დადების ცერემონიალზე პრეზიდენტი ტრამპი, ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაესწრნენ. აშშ-ის სენატმა ჯინა ჰასპელი ამ თანამდებობაზე 17 მაისს დაამტკიცა. ჯინა ჰასპელის დანიშვნას 45-ის წინააღმდეგ, 54 სენატორმა დაუჭირა მხარი. ჯინა ჰასპელი ამერიკის ისტორიაში პირველი ქალია ვინც ეს თანამდებობა დაიკავა.