თავდასხმა სკოლაზე

არიან დაღუპულებიც მათ შორის უმრავლესობა მოსწავლეებია

974440
თავდასხმა სკოლაზე
abd okul saldirisi1.jpg

აშშ-ს ტეხასის შტატში, სანტა ფეს  რაიონში ერთ-ერთ საშუალო სკოლაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა მოსწავლეები და 10 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ერთი მოსწავლე დააკავეს. ტეხასის გუბერნატორის,  გრეგ აბოტის განცხადებით თავდასხმა ერთი სანადირო თოფით და პისტოლეტით განხორციელდა. იარაღები კი თავდამსხმელის მშობლის კუთვნილია.   ამერიკული მედიის ინფორმაციით თავდამსხმელი იგივე სკოლის მოსწავლე 17 წლის,  დიმიტრიოს პაგურცისი გახლავთ. მეორეს მხრივ მომხდარი ფაქტის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ტეხასში სკოლაზე თავდასხმა განხორციელდა, წინასწარი მონაცემებით მდგომარეობა სავალალოა. უფალმა დაგვიფაროს“.



მსგავსი ინფორმაციები